ჩვენი სერვისები
ჩვენ გვესმის, რომ ფინანსური საკითხები და ბუღალტერია ხშირად ზედმეტ დროსა და ენერგიას მოითხოვს, რაც თქვენი ბიზნესის მთავარ მიზნებზე კონცენტრირებაში გიშლით ხელს.
სერვისების ჩამონათვალი
ჩვენ გვესმის, რომ ფინანსური საკითხები და ბუღალტერია ხშირად ზედმეტ დროსა და ენერგიას მოითხოვს, რაც თქვენი ბიზნესის მთავარ მიზნებზე კონცენტრირებაში გიშლით ხელს.
ჩვენი მიზანი მარტივია – დაგიმეგობრდეთ და დაგეხმაროთ, რომ თქვენი საყვარელი საქმე უფრო სწრაფად და ეფექტურად განვითარდეს. უკვე 10 წელზე მეტია, რაც საქართველოში ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსური პროცესების გამართვაში. ჩვენ არ ვართ უბრალოდ სერვისის მომწოდებლები – ჩვენ ვზრუნავთ თქვენს წარმატებაზე, როგორც მეგობრები.
სამეურნეო ოპერაციების რეგისტრაცია (Bookkeeping)
“თქვენ აღარ კარგავთ დროს ბუღალტერიაზე – ჩვენ ვზრუნავთ ყველაფერზე.”
წარმოიდგინეთ, რომ ყველა თქვენი ტრანზაქცია—ნედლეულის შეძენიდან ხელფასის დარიცხვამდე—სანდო ხელებშია. თქვენ აღარ ზრუნავთ ყოველდღიური ტრანზაქციების დამუშავებაზე. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს ყველა ოპერაციის რეგისტრაციას ბუღალტრულ პროგრამაში, რათა ფინანსური რეპორტები და საგადასახადო ადმინისტრირება სწორად და დროულად განხორციელდეს.
ბუღალტრული დოკუმენტების შენახვა (Filing)
“თქვენ აღარ გაშინებთ დაკარგული დოკუმენტები – ყველაფერი თავის ადგილასაა!”
დოკუმენტების წესრიგში ყოფნა ბევრს ნიშნავს. არ გინდათ ქაოსში დაკარგული ქვითრები და ხელშეკრულებები, ხომ? ჩვენ ვინახავთ თქვენს ფინანსურ დოკუმენტებს ფიზიკურ ან ელექტრონულ არქივში, ასე რომ ყველაფერი ორგანიზებული და უსაფრთხოა.
ფინანსური ანგარიშგებების მომზადება (Reporting)
“თქვენი ფინანსური მონაცემები ყოველთვის მზადაა”
მაგარია, როცა შენს საყვარელ საქმეს ჩიტის ფრენის სიმაღლიდან ხედავ. ჩვენი გუნდი გიმზადებთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის (IFRS) ფინანსურ ანგარიშგებებს, მათ შორის შემოსავლების, ფულადი ნაკადების და კაპიტალის ანგარიშგებებს. SARAS.GOV.GE-ზე სავალდებულო ანგარიშგებებიც ჩვენზეა.
საგადასახადო ადმინისტრირება (Tax Administration)
“თქვენ აღარ დაკარგავთ დროს საგადასახადო საკითხებზე – ჩვენ ვუმკლავდებით!”
გაშინებთ საგადასახადო რეგულაციები? ნუ ნერვიულობთ, აქ ვართ! ჩვენ ვუზრუნველყოფთ დროულ დეკლარირებას და გადასახადების სწორად გამოთვლას, რომ თავიდან აიცილოთ შეცდომები და ჯარიმები.
ფინანსური ანალიტიკა (Financial Analytics)
“ერთად ფიქრი გაძლიერებთ!”
თქვენი საქმიანობის მომგებიანობა ისეთივე მნიშვნელოვანია ჩვენთვის - როგორც თქვენთვის. ჩვენი ფინანსური ანალიზი გეხმარებათ იპოვოთ ზრდის პოტენციალი და შეამციროთ ხარჯები. ვაანალიზებთ ყველა შემოსავალსა და ხარჯს, ლიკვიდობას, აქტივებს და გეხმარებით მომავალი ნაბიჯების დაგეგმვაში. ბიუჯეტირებაც ჩვენია, როცა პროგნოზი იცი, სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღება იოლდება!
საბანკო ოპერაციების შესრულება (Banking)
“თქვენი ფინანსური ნაკადები უმნიშვნელოვანესია!”
საბანკო ტრანზაქციები მოსაწყენია არა? არა, ჩვენთვის - არა! ჩვენ ვმართავთ თქვენს საბანკო ოპერაციებს – გადახდების მართვა, ანგარიშების კონტროლი და ფულად ნაკადების ანალიზი ჩვენი პასუხისმგებლობაა. თქვენგგან მხოლოდ ნდობაა საჭირო, დანარჩენი ჩვენზეა.
მმართველობითი ანგარიშგებები (Management Accounting)
“ჩვენი რეპორტები გეხმარებათ გონივრულად გარისკოთ!”
გჭირდებათ ბიზნესის უკეთესი ხედვა? ჩვენი მმართველობითი ანგარიშგებები მოიცავს როგორც ფინანსურ, ასევე არაფინანსურ ანალიზს, რათა დაგეხმაროთ ბიზნესის წარსული შედეგების შეფასებასა და მომავალი საქმიანობის დაგეგმვაში.
მოდი დავმეგობრდეთ 😊
ჩვენი მიზანია, თქვენი ფინანსური გამოწვევები ისეთივე მარტივი და გამჭვირვალე გავხადოთ, როგორც მეგობრებთან საუბარი.













