ახალი საკანონმდებლო მოთხოვნა - რაც უნდა იცოდეს ყველა ბიზნესმა

ეს მოთხოვნა ეხება ყველა ტიპის ბიზნესს - დიდს თუ პატარას, მათ შორის შპს-ებს, სს-ებს, კოოპერატივებს, ინდმეწარმეებს და ა.შ.

2/27/20251 min read

2025 წლის 31 მარტამდე განაახლეთ თქვენი ბიზნესის მონაცემები

გვინდა გაგიზიაროთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც განსაკუთრებით აქტუალურია თქვენთვის, ვინც 2022 წლამდე დაარეგისტრირეთ ბიზნესი და ამონაწერი ჯერ არ განგიახლებიათ. მოახლოებულია მნიშვნელოვანი ვადა და გვსურს დაგეხმაროთ, რომ თავიდან აირიდოთ არასასიამოვნო სიურპრიზები.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

ახალი კანონის მიხედვით, ყველა კომპანია (მეწარმე თუ არასამეწარმეო) ვალდებულია 2025 წლის 31 მარტამდე მოაწესრიგოს თავისი დოკუმენტები. ეს ნიშნავს, რომ თქვენი ბიზნესის მონაცემები უნდა მიუსადაგოთ ახალ კანონს.

რა მოხდება თუ თუ ვერ მოასწრებთ 31 მარტამდე?

მოგცემენ კიდევ 3 თვეს. მაგრამ ამის შემდეგ:

  • თქვენი ბიზნესის რეგისტრაცია გაუქმდება

  • თუ ქონება გაქვთ, დაიწყება მისი ლიკვიდაცია

წარმოიდგინეთ, რამდენი შრომა და ენერგია ჩადეთ თქვენს ბიზნესში, და რამდენად უსიამოვნო იქნება ასეთი დასასრული უბრალოდ დოკუმენტების დროულად ვერ გამართვის გამო!

როგორ მოვაგვაროთ ეს საკითხი? მარტივად!

1. სად უნდა მივიდეთ?

  • საჯარო რეესტრის სამსახურში

  • ან ავტორიზებულ პირებთან

  • ან ონლაინ პორტალზე my.gov.ge (თუ გაქვთ ელექტრონული ხელმოწერა)

2. რა დოკუმენტები გვჭირდება?

სადამფუძნებლო შეთანხმება, ძირითადი დოკუმენტი, სადაც წერია:

  • თქვენი კომპანიის სახელი

  • ვინ რა წილს ფლობს

  • რა კაპიტალი გაქვთ

  • ვინ არიან პარტნიორები

  • ვინ მართავს კომპანიას

  • ვინ არის პასუხისმგებელი ელექტრონულ პორტალზე

წესდება:

  • სტანდარტული წესდება - ის უკვე მზად არის! უბრალოდ უნდა მიუთითოთ, რომ მას იყენებთ

  • საკუთარი წესდება - თუ გინდათ განსხვავებული წესები, მაშინ უნდა შეადგინოთ და წარადგინოთ

3. როგორ დავამტკიცოთ?

  • ჩაატარეთ პარტნიორთა შეხვედრა

  • შეადგინეთ ოქმი, რომელშიც აღნიშნავთ, ვინ მოაწერს ხელს დოკუმენტებს

  • წარადგინეთ ოქმი, სადამფუძნებლო შეთანხმება და წესდება

მეგობრული რჩევები

  • დაიწყეთ ახლავე - დრო სწრაფად გადის!

  • დააორგანიზეთ პარტნიორები - შეათანხმეთ დრო შეხვედრისთვის რაც შეიძლება მალე

  • არ დაგავიწყდეთ - უბრალო დოკუმენტაცია შეიძლება გადაიქცეს დიდ პრობლემად, თუ დროზე არ მოაგვარებთ

ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ ნებისმიერ კითხვაზე! დაგვიკავშირდით და ერთად მოვაგვაროთ ეს საკითხი მარტივად და უპრობლემოდ.

GFC
GFC